Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალისთვის ბრძოლა უფრო და უფრო იძაბება,ამჯერად მილანი გააქტიურდა

ბოლო თვეების განმავლობაში ტონალი ყველას ინტერის ფეხბურთელად თვლიდა და მისი ნერაძურიში გადასვლის გაოფიციალურებას ყოველდღიურად ელოდებოდა.

თუმცა,როგორც ჩანს,ინტერს ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდება ასე მარტივად არ გამოუვა.

მილანში სტეფანო პიოლის დარჩენის შემდეგ,როსონერის პრიორიტეტული სამიზნეები სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალა და მათ სიაში მოწინავე პოზიცია სწორედ სანდრო ტონალის უჭირავს.

მილანურ დუეტს კიდევ ერთი კონკურენტი იუვენტუსის სახით რამდენიმე დღის წინ გამოუჩნდა. მაურიციო სარის გუნდში ყოფნის პერიოდში ტონალის სახელი იუვენტუსთან ბევრჯერ ახსენეს, თუმცა ნაპოლის და ჩელსის ყოფილი დამრიგებელისთვის ტონალი პრიორიტეტული არასდროს არ ყოფილა და ის გუნდში ჟორჟინიოს მიყვანას ითხოვდა.

მას შემდეგ,რაც იუვე ანდრეა პირლომ ჩაიბარა,ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა… მაესტრომ პირველ რიგში სწორედ 20 წლის ფეხბურთელი მოითხოვა და რა გასაკვირია, ახალ პირლოდ წოდებულს თუ ლეგენდასთან ერთად მუშაობა მოუნდა.

სანამ ინტერი გერმანიაში იმყოფება და ევროპა ლიგის მოსაპოვებლად იბრძვის, მილანმა  ტონალის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,გუშინ საღამოს როსონერიმ ბრეშას ტონალის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა,თუმცა მყისიერი უარი მიიღო.სელინო ფეხბურთელის გაყიდვას 35 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს და ახლა,როდესაც ტონალის მსურველები უფრო და უფრო იზრდება,ის ფასის დაკლებაზე არც კი დაფიქრდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.