Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის აგენტმა Casa Milan-ი დატოვა…

სანდრო ტონალის აგენტი რამდენიმე საათის წინ Casa Milan-ს ეწვია, სულ ცოტა ხნის წინ კი ჯუზეპე ბოცომ როსონერის სათაო ოფისი დატოვა.

მილანს სანდრო ტონალის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება და მისი გამოსყიდვა 16 ივნისის ღამის 12 საათამდე შეუძლია, თუმცა მალდინი ცდილობს, რომ ბრეშას გამოსასყიდი თანხა შეამცირებინოს.

ტონალის აგენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და უცნობია, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, თუმცა ყველაფერს უახლოეს საათებში გავიგებთ.