Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალის და კუმბულას ინტერში ტრანსფერი არა კონტემ, არამედ Suning-მა დაბლოკა

Corriere della Sera-ს მტკიცებით, მარაშ კუმბულას და სანდრო ტონალის ინტერში ტრანსფერის ჩაშლა არა ანტონიო კონტეს, არამედ ინტერის მფლობელი კომპანია Suning Group-ის კისერზეა.

წყაროს ინფორმაციით, სტივენ ჟანგს არ სურს, რომ გუნდმა იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე გამოიმუშავებს. გასულ სეზონში ინტერმა ფეხბურთელებში 145 მილიონი ევრო დახარჯა და ზედიზედ ორი სეზონი ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე დიდი თანხების დაბანდებას აღარ აპირებს.

გუნდი ახლა იაფი ფეხბურთელების გაფორმებაზეა კონცენტრირებული, როგორებიც არტურო ვიდალი და კოლაროვია, თუმცა ანტონიო კონტეს ჩელსიდან ნ’გოლო კანტეს შეძენა მაინც სურს, რასაც ნერაძური ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე ნამდვილად ვერ მოახერხებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.