Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალის და კუმბულას ნაცვლად, კოლაროვი და ვიდალი…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა კონტეს მოთხოვნით 2 უნიჭიერესი ახალგაზრდის ტრანსფერს 2 ვეტერანი და გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა ამჯობინა…

რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც ყველას ყველაფერი გადაწყვეტილი ეგონა, ნერაძურიმ 20 წლის ტონალიზე უარი თქვა, გზა მილანს დაუთმო და თავად 33 წლის არტურო ვიდალის ტრანსფერზე გადაერთო.

ინტერმა უარი თქვა კიდევ ერთ უნიჭიერეს ახალგაზრდაზე. საქმე ამჯერად ვერონას 20 წლის მცველს, მარაშ კუმბულას ეხება, რომლის თაობაზეც ინტერს და ვერონას შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა კონტემ მას 34 წლის კოლაროვი ამჯობინა…

Leave a Reply

Your email address will not be published.