Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალის თამაში ევროპა ლიგის პირველ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

სანდრო ტონალი რომ მილანის ფეხბურთელი გახდება, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა, თუმცა როსონერიმ ეს ტრანსფერი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დახუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანდრო ევროპა ლიგის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მილანი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს 17 სექტემბერს იწყებს, გუნდმა შემროკ როვერსთან მატჩის განაცხადი ხუთშაბათს, ღამის 12 საათამდე უნდა წარადგინოს და თუ ტონალიმ იმ დროისთვის კონტრაქტის გაფორმება ვერ მოასწრო, ახალგაზრდა იტალიელი სეზონის პირველ მატჩში მილანის მაისურით ვერ  ითამაშებს.

ასეა თუ ისე, ტონალის სეზონის დამთავრების შემდეგ არ უვარჯიშია და შესაძლოა პირველ თამაშში არყოფნა მისთვის უკეთესიც იყოს. ბრეშაში რამდენიმე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და მას შემდეგ სანდრო იზოლაციაში იმყოფება, აქედან გამომდინარე მას ფორმის დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.