Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის სამედიცინო შემოწმება მილანში დღეს ჩაინიშნა

მილანი და ბრეშა სანდრო ტონალის ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი როსონერის სრულუფლებიანი წევრი სავარაუდოდ დღეს გახდება.

მილანი ბრეშას ტონალის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით 5 მილიონი დაემატება და ბრეშას მილანიდან ჯაკომო ოლცერი შეუერთდება, გასულ სეზონში გადახდილ 10 მილიონსაც თუ ჩავთვლით მილანი 22 მილიონს დახარჯავს, რაც თავდაპირველად მოთხოვნილ 35 მილიონთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, ტონალი სამედიცინო შემოწმებას მილანში დღეს გაივლის და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წლიური გასამრჯელოს სახით კი 1.3-1.5 მილიონს მიიღებს.