Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის ტრანსფერზე იუვენტუსი გააქტიურდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სანდრო ტონალის ტრანსფერზე იუვენტუსი გააქტიურდა და ბრეშას წინადადებით უკვე მიმართა.

როსონერი იტალიელი ნახევარმცველის გამოსყიდვისთვის დრო ხვალ, ღამის 12 საათამდე აქვს და იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიუხედავად, რომლის მიხედვითაც როსონერიმ ბრეშასთან ფეხბურთელის ღირებულების შემცირება მოახერხა, ჯერეჯრობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

წყაროს ინფორმაციით, მილანს ტონალის სანაცვლოდ, რომლის იჯარაზე 10 მილიონი უკვე გადაიხადა, 10 მილიონზე მეტის გადახდა აღარ სურს, დღევანდელი შეთანხმებით კი ბონუსებთან ერთად მათ 15 მილიონის გადახდა უწევთ, იუვენტუსის ინტერესის გამო კი ბრეშამ შესაძლოა თანხის შემცირებაზე უარი განაცხადოს.