Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალის ტრანსფერი მილანში ბაკაიოკოს დაბრუნებას ხელს ვერ შეუშლის

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სანდრო ტონალი კარიერას არა ინტერში, არამედ მილანში გააგრძელებს, თუმცა Tuttosport-ის მტკიცებით, ტონალის დიავოლოში ტრანსფერი იმას არ ნიშნავს, რომ მილანი ბაკაიოკოს არ შეიძენს.

წყაროს მტკიცებით, პაოლო მალდინიმ და სტეფანო პილიმ Elliott Management-ის დარწმუნება მოახერხეს და მილანის მფლობელი კომპანია მზად არის, გამოყოფილი სატრანსფერო ბიუჯეტი გაზარდოს.

აქედან გამომდინარე, მილანს ტონალის გარდა ტიემუ ბაკაიოკოს გაფორმებაც შეეძლება, რომლის სანაცვლოდაც ჩელსი 30 მილიონს ითხოვს და ტონალის მსგავსად ფეხბურთელი მილანს იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

აქვე მოგახსენებთ, რომ მილანი ახლოს არის ბრაჰიმ დიასის ტრანსფერთან, თუმცა სხვადასხვა წყარო მის კონტრაქტზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებს. ესპანური მედია ირწმუნება, რომ ფეხბურთელი მილანს ‘მშრალი იჯარით’ შეუერთდება და როსონერის მისი გამოსყიდვა არ შეეძლება, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, დიავოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის ოფცია ექნება…

Leave a Reply

Your email address will not be published.