Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი:“ ამ მაისურის ტარებაზე ბავშვობიდან ვვოცნებობდი“

რამდენიმე წუთის წინ მილანმა სანდრო ტონალი წარადგინა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ტალანტმა პრესკონფერენცია გამართა.

„იქ, სადაც მე გავიზარდე, თითქმის ყველა მილანის გულშემატკივარია, მათ შორის მამაჩემი და სწორედ მან ჩამინერგა როსონერის სიყვარული.

„ამ მაისურის ტარება უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა. სელინოსთან მილანზე ბევრჯერ არ მისაუბრია, თუმცა მან იცოდა, რომ როსონერის შემადგენლობაში ჩემი ოცნება იყო და მან მოცემული სიტყვა შეასრულა და სწორედ იქ გამიშვა, სადაც მე მსურდა.

„ინტერთან მოლაპარაკებებს ჩემი აგენტი აწარმოებდა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მილანის ინტერესის შესახებ გავიგე, სხვა ყველა კარი დავხურე და ბრეშას ხელმძღვანელობას მილანში გაშვება ვთხოვე.

„რატომ ნომერი 8 ? გატუზო ჩემი კუმირია და იქიდან გამომდინარე, რომ მისი ნომერი თავისუფალი იყო, მისი აღება გადავწყვიტე.

„ახლა ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი და როდის მომეცემა საშუალება, რომ გუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმი მივცე. გუნდში უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ჩვენ გვსურს, რომ განვითარება განვაგრძოთ და მილანი მწვერვალზე დავაბრუნოთ.

„ჩემი კიდევ ერთი კუმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩა და ვერასოდეს წარმომედგინა, რომ მის გვერდით თამაში მომიწევდა. ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.