ტონალი:“ გამარჯვება, რომელიც მონდომებით და ბრძოლით მოვიპოვეთ…“
მილანის ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ სამპდორიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელშიც ჩვენ მონდომებით და მებრძოლი სულით მოვიპოვეთ.
„ჩვენ კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ, მაგრამ წითელმა ბარათმა სიტუაცია შეცვალა და საქმე მნიშვნელოვნად გაგვირთულა. მოედანზე 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, მილანი გუნდურად თამაშს აგრძელებდა და ჩვენ დამსახურებული, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.
„კონტრაქტის გახანგრძლივება ? მე მილანს ჩემში ვგრძნობ, მინდა, რომ მისი ნაწილი მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში ვიყო.“