Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ გატუზო ჩემთვის მამასავით არის“

ნაპოლისთან მატჩის წინ, სანდრო ტონალიმ ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა.

„მე და გატუზო ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რადგან ის საფეხბურთო სამყაროში ჩემთვის მამასავით არის.

„მას შეუძლია მომცეს ჩვევა, თუ როგორ გავხდე უკეთესი ფეხბურთელი და ადამიანი. ის ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ მეუბნება და ზედმეტად არასოდეს მაქებს, რადგან ჩემგან მაქსიმუმის მიღება სურს.“

სიმონ კიაერის დამატებით წუთებში გატანილი გოლით მილანმა მანჩესტერთან ოლდ ტრაფორდზე დადებით შედეგს მიაღწია. ეს როსონერისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 შემთხვევა იყო, როდესაც გუნდმა თამაში დამატებით დროში გადაარჩინა.

„ჩვენ არასოდეს ვნებდებით, ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ყველას ვუმტკიცებთ, თუ რა შეგვიძლია.“