Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი და რებიჩი მილანის განაცხადში არიან

სტეფანო პიოლიმ სანდრო ტონალი და ანტე რებიჩი ლაციოს წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანა.

ხორვატმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმის გამო სასუოლოსთან მატჩი გამოტოვა, ტონალიმ კი ნეროვერდისთან შეხვედრის დროს მცირე დაზიანება მიიღო და ორივე მათგანის თამაში ლაციოსთან საეჭვო იყო.

სიმონ კიაერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ისმაელ ბენასერის და მატეო გაბიას ტრავმების ფონზე პიოლისთვის ტონალი-რებიჩის დუოს დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია.

მილანის განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ა. დონარუმა, ჯ. დონარუმა, ტატარუშანუ

მცველები: კალაბრია, კონტი,დალოტი, დუარტე, ერნანდესი, კალულუ, მუსაჩო, რომანიოლი

ნახევარმცველები: ჩალჰანოღლუ, კასტილეხო, დიასი, ფრიგერიო, ჰაუგე, კრუნიჩი, საელემაეკერსი, ტონალი

ფორვარდები: კოლომბო, ლეაო, მალდინი, რებიჩი