Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ ეს ტრანსფერი ორმხრივი სურვილის გარეშე ვერ შედგებოდა…“

მილანის უკვე სრულფასოვანმა ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ Milan TV-სთან კომენტარი გააკეთა.

„ორმხრივი სურვილის გარეშე ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ.

„გასული სეზონით მე კმაყოფილი ვარ. მილანში 37 მატჩის ჩატარება სხვა გუნდში 100 შეხვედრას უდრის, ჩემთვის ეს ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემიძლია და მომეთხოვება.

„ჩვენ გასული სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, პირველი წრის შემდეგ კი ცოტა მოვუკელით, მაგრამ საბედნიეროდ როდესაც საჭირო იყო მოვუმატეთ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

„ჩემპიონთა ლიგა ყველაფრისგან გამორჩეული ტურნირია, სადაც იმაზე ბევრად მაღალ დონეზე მოგვიწევს თამაში, ვიდრეა მას აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ ყველას ერთად ყოფნა და ერთმანეთისთვის ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა 150 პროცენტით იხარჯება, იქ შეცდომების ადგილი არ არის. ჩვენ სეზონის დაწყებას მოუთმენალდ ველოდებით, მწვრთნელი ძალიან გვიყვარს და მას ბოლომდე ვენდობით, პიოლი ჩვენი ლიდერი და კაპიტანია.

„ვისთან მაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა გუნდში ? ყველაზე კარგად დანიელ მალდინის და კოლომბოს შევეწყე, რადგან ისინი თითქმის ჩემი ასაკის არიან, მაგრამ გუნდში ერთმანეთთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

„კიაერი ? ის ჩვენთვის მამასავით არის, ის კაპიტანია, მაგრამ არა მოედანზე, არამედ მის მიღმა. ის ჩვენ ისე გვიფრთხილდება, როგორც თავის შვილებს.

„მალდინი ? ის უბრალოდ რიგითი ადამიანი არ არის, ის ნამდვილი ლეგენდაა, რომელსაც თითოეული მილანის ფეხბურთელი გამორჩეულად უყვარს და მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. წარმოიდგინეთ, მალდინისთან ყოველდღიურად შეხვედრის და საუბრის ბედნიერება მაქვს.

„იტალია ? იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან აძურის მაისურის ტარებას დავიმსახურებ. მათ შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირს წარმატებით დაასრულებენ.“