Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:” იმედგაცრუებულები ვართ”

სანდრო ტონალიმ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ტრავმა ? სერიოზული არაფერია, რამდენიმე წამით კუნთზე მცირე დისკომფორტი ვიგრძენი, მაგრამ სანერვიულო არაფერია.

„დღეს ჩვენ სამწუხაროდ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. ასეთი მატჩები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია და სახლში უკეთ თამაში გვმართებს, ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და მომავალ შეხვედრაზე ვიფიქროთ.

„გატუზო ? ჩვენ ერთმანეთს მატჩის შემდეგ შევხვდით, მივესალმეთ და გუნდებს შევუერთდით. დღეს ის ჩემი მეტოქე იყო, მე და ჩემი გუნდი კი ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან სულ სხვა შედეგს ველოდებოდით.

„მიჭირს თუ არა ამ სქემაში თამაში ? ბოლო 3 წელი 4-3-3 ტაქტიკაში ვთამაშობდი და გარკვეული დრო მჭირდება, თუმცა ვარჯიშები ძალიან მეხმარება და კესის გვერდით თამაში ყველაფერს ძალიან ამარტივებს, ის უჭკვიანესი ფეხბურთელია.

„მარცხის მიუხედავად, ჩვენ არ გვეშინია, რადგან თუ გეშინია გამარჯვების შანსი არ გაქვს, ჩვენ კი მილანი ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.”