Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი ინტერს შეუთანხმდა,ჯერი ბრეშაზეა

იტალიელმა სანდრო ტონალიმ ინტერში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გუნდებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

Tuttosport-ის ინფორმაციით,20 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს პროექტით მოხიბლულია და ინტერში გადასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა.

ბრეშა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდის,რაც მიმდინარე კრიზისის ფონზე საკმაოდ დიდი თანხაა.

გავრცელებული ინფორმაციით,ინტერი ტონალის იჯარის წესით აიყვანს,შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.