Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი ინტერში თვის ბოლომდე გადავა

Tuttosport-ის მტკიცებით,ბრეშას ფეხბურთელი სანდრო ტონალი ნერაძურის უახლოეს კვირეებში შეუერთდება.

მას შემდეგ,რაც ინტერმა მაურო იკარდის გაყიდვის სანაცვლოდ ფინანსები მიიღო,მილანელები ტონალის ტრანსფერში ფავორიტებად ითვლებიან.

ბრეშა 20 წლის ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.გუნდის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა,რომ ტონალის სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღება უნდა და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვას არ განიხილავს.

ინტერისთვის საბედნიეროდ,პსჟ-მ მაურო იკარდიში სწორედ 50 მილიონი ევრო გადაიხადა და გუნდს ახალგაზრდა იტალიელის გასაფორმებლად ფინანსები აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.