Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ ისე თამაში უნდა განვაახლოთ, როგორც მილანს ეკადრება“

სანდრო ტონალიმ სასუოლოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და დაწინაურების შემდეგ ძალიან მალე გოლი საკუთარ კარში მივიღეთ, ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა, მეტოქეს კი მოტივაცია მისცა, რომელმაც ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან კარგად გამოიყენა.

„საბედნიეროდ წინ ჯენოასთან მატჩი ძალიან მალევე გვაქვს და ჩვენ იმ შეხვედრაში რეაგირების საშუალება გვექნება.

„მოვდუნდით თუ არა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ ? არ ვფიქრობ, რომ დღეს გუნდი მოდუნებული იყო, თითუელი ჩვენგანი პროფესიონალია და ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ. მადრიდში გამარჯვებამ ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა. დღეს პრობლემა ძალიან მოკლე მონაკვეთში გაშვებული 2 გოლია, რასაც განიავებული მომენტები დაემატა, რომელიც ჩვენ დღეს ბევრი შევქმენით.

„ზედიზედ 2 მარცხი ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მომდევნო შეხვედრიდან ვითამაშოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით და როგორც მილანს შეეფერება.“