Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ მილანი ამ სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს“

სანდრო ტონალიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ტონალიმ მილანში ტრანსფერისთვის ხელფასის საგრძნობლად დაკლებაზე თქვა თანხმობა.

„რატომ დავთანხმდი ხელფასის შემცირებას ? მიზეზი ძალიან მარტივია, მე მილანში თამაში ნებისმიერ ფასად მსურდა. ჩემთვის როსონერის რიგებში დაბრუნება და აქ დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი გაფორმება არაერთ გუნდს სურდა და გაცილებით უკეთეს ხელფასსაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე აქ ბედნიერი ვარ.

„სხვადასხვა ფეხბურთელს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. ზოგი ფულზე ფიქრობს, ზოგი ამბიციებზე და ტიტულებზე, ჩემთვის კი მილანი ყოველთვის პრიორიტეტი იყო და ვიცი, რომ აქ ჩემი ყველა მიზნის მიღწევა შემიძლია. მე აქ ყველაფერი მაქვს და უბედნიერესი ვარ.“

სანდროს პირველი სეზონი მილანში მარტივი არ გამოვიდა…

„თქვენ რეალურ ტონალის ამ წელს იხილავთ. მართალია გასულ სეზონში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენე, როგორიც მსურდა, თუმცა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ახალი თავგადასავლისთვის მზად ვარ. ჩვენ მილანის ღირსებას ვიცავთ და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მე კი ამისთვის მზად ვიქნები.

„გასულ სეზონში კორონა ვირუსმა ხელი შემიშალა და ადაპტაციის პერიოდი გამიგრძელდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართება. კრიტიკა ? მე ვიცი, რომ მოსამატებელი ბევრი მაქვს და ყოველთვის იქნება ხალხი, რომელიც შენ გაგაკრიტიკებს, მაგრამ ეს ყველაფერი მე მოტივაციას მმატებს. შენ ყველას ვერ გააბედნიერებ.

„პიოლი ? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემთვის მამასავით არის. მილანს ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და მისტერ პიოლიმ იცის, თუ როგორ უნდა მოგვიდგეს თითოეულს. მისი დამსახურებით მილანი ერთიანი და შეკრული გუნდია.

„ჩვენი მიზანი მომდევნო სეზონში ? ჩვენ სკუდეტოსთვის საბრძოლველად მზად ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მაქსიმალურად შორს წასვლა გვსურს. ჩვენ წლების შემდეგ იქ ვბრუნდებით, სადაც როსონერის ადგილია და თავი საუკეთესო კუთხით უნდა წარმოვაჩინოთ.“