Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი მილანური კარიერის დასაწყებად მზად არის, ფეხბურთელს ხვალ ელიან

SempreMilan-ის ინფორმაციით, სანდრო ტონალი მილანს ხვალ ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და წითელ-შავებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მილანს საერთო ჯამში დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდება.

ტონალის გარდა, მილანს დიდი ალბათობით მომავალ კვირაში ეწვევა ბაკაიოკოც. თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ჩელსი და მილანი ფეხბურთელის ტრანსფერზე ბოლო დეტალებს აგვარებენ და მისი ტრანსფერიც მალე დადასტურდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.