Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი პირლოს კვალდაკვალ

სანდრო ტონალიმ გუშინ კალიარის კარში შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა, რომელიც მისთვის როსონერის მაისურით სადებიუტო გოლი გამოდგა.

‘მომდევნო პირლოს’ მსგავსად, როგორც მას იტალიაში მოიხსენიებენ, თავისი სადებიუტო გოლი ლეგენდარულმა პირლომაც ჯარიმიდან, თითქმის იდენტური პოზიციიდან, იდენტურ სტილში გაიტანა.

მაესტრომ სადებიუტო გოლი 2002 წელს პარმას შეუგდო და იმ მატჩში მილანელებმა 3 – 1 იმარჯვეს.