Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი:“ რიო ავესთან მატჩისთვის მზად ვართ“

სანდრო ტონალიმ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.

როსონერი უკვე ზედიზედ 17 მატჩია დაუმარცხებელია და რიო ავესთან გამაჯრვების შემთხვევაში, მილანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

„გუნდი ახლა მთელი გონებით რიო ავესთან მატჩზე პიქრობს. ჩვენ გვსურს, რომ მოედანზე კარგი თამაში ვაჩვენოთ და შეხვედრაში გავიმარჯვოთ.

„ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველოდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ.“