Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი:“ ფორმას ძალიან მალე დავიბრუნებ“

მილანმა ევროპა ლიგაზე სპარტა 3 – 0 დაამარცხა, თუმცა სანდრო ტონალიმ ვერც ამ მატჩში აჩვენა ის თამაში, რასც მისგან ყველა ელოდება.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად ახალგაზრდა იტალიელმა გააკეთა.

„ტრავმის და კორონა ვირუსის გამო ერთი თვე სახლში ყოფნა მომიწია და ამის შემდეგ ფორმის დაბრუნება მარტივი არ არის, თუმცა უკვე ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩემი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება და ფორმას ძალიან მალე დავიბრუნებ.

„მილანის მაისური ძალიან მძიმე სატარებელია, თუმცა ამავდროულად ის მოტივაციას გაძლევს. დღეს გუნდმა 3 – 0 მოიგო და ჩვენ ამის გამო ბედნიერები ვართ.“