Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი:“ ჩემი მილანური ოცნება ახდა“

სანდრო ტონალიმ მილანის მოპოვებული თასების ოთახის დათვალიერების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი ოცნება ახდა. ბავშვობიდან მსურდა, რომ აქ მოვხვედრილიყავი. როდესაც მილანის მაისურში ჩემი სურათი ინსტაგრამზე გამოვაქვეყნე, ამით როსონერის ფერებს ვემშვიდობებოდი და კარიერის სხვა გზით განვითარებისთვის ვემზადებოდი, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ მე მილანში აღმოვჩნდი, ეს ნამდვილად კარგი ნიშანია.

„8 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს ნომერი ნახევარდაცვაში ბევრს ნიშნავს და ამასთან ერთად, ამ ნომერს ისეთი დიდი ლეგენდა ატარებდა, როგორიც გატუზოა. მე მას მართლაც დავურეკე და ნებართვა ავიღე, ჯენარომ თანხმობა განაცხადა და მითხრა, რომ მილანისთვის ყველაფერი გამეკეთებინა და ამ თხოვნას მას აუცილებლად შევუსრულებ.

„მალდინისთან შეხვედრა და მასთან სურათის გადაღება ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მილანის ლეგენდის გვერდით დგომა შესანიშნავი შეგრძნებაა.

„მოუთმენლად ველოდები, თუ როდის ვითამაშებ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად. როდესაც ზლატანი გუნდში გყავს, საგოლე გადაცემების გაკეთება უმარტივესია, რადგან ის მიზანს არასოდეს აცდენს. დონარუმას, კალაბრიას და რომანიოლის უკვე ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნაკრებიდან ვიცნობთ და კარგი მეგობრები ვართ. მათ ბევრი კარგი რჩევა მომცეს.

„მილანი ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მათ უკვე დაამტკიცეს, რომ დიდი პოტენციალი აქვთ. ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ და გულშემატკივრებთან ერთად ყველაფრის მიღწევას შევძლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.