Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა“

სანდრო ტონალიმ, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა და ატალანტას კარში გოლის გატანაც მოახერხა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მეორე გოლის გაშვების შემდეგ ჩვენ ცოტა შევშინდით, მაგრამ საბედნიეროდ დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი და ძალიან მალე ყველაფერი დასრულდა.

„ჩვენ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და სიმართლე გითხრათ არც გვეგონა, რომ დღეს ასეთ ტემპში თამაშს შევძლებდით, მაგრამ გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, რის გამოც ბედნიერი ვარ.

„ჩემი გოლი ? ეს იყო გოლი ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ და იმის გამო, რომ მე ბრეშასთან თბილი მოგონებები მაკავშირებს, ატალანტას კარში გატანილი გოლი ჩემთვის ორმაგად მნიშენლოვანია. თუ შენ ბერგამოში ჩამოსვლას და 3 გოლის გატანას ახერხებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპ გუნდი ხარ.

„ჩვენი მიზანი ? ჩვენ სკუდეტოს მოგება გვსურს, ეს მილანის ერთადერთი სურვილია.“