Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ…“

სანდრო ტონალიმ ლივერპულთან მარცხის და ჩემპიონთა ლიგის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ განვითარებაზე ჯერ კიდვ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, თუმცა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება.

„დარწმუნბული ვარ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ყველა მატჩში 100 პროცენტით დაიხარჯა. ახლა ჩვენ ყურადღება სრულად სერია ა-ზე გადავიტანთ და ერთადერთი დარჩენილი მიზნის მიღწევას ვეცდებით.“