Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონი:“პირლო გუარდიოლას უფრო ჰგავს,ვიდრე კონტეს“

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა,რომელსაც პირლოსთან ერთად როგორც საკლუბო,ასევე სანაკრებო დონეზე აქვს ნათამაშები,მაესტროს იუვენტუსში მისვლაზე ისაუბრა.

„ხასიათიდან გამომდინარე,ანდრეა პირლო გუარდიოლას უფრო ჰგავს,ვიდრე კონტეს,თუმცა ანტონიოსგან მან ბევრი ისწავლა.

„პირლოს კარიერაში ორი საუკეთესო მწვრთნელის,კარლო ანჩელოტისა და მაქს ალეგრის გუნდებში მოუწია თამაში და ისეთი ჭკვიანი პიროვნება,როგორიც ანდრეაა,მათგან ძალიან დიდ ცოდნას მიიღებდა.

„ეს ყველაფერი კარგია,თუმცა საბოლოო ჯამში ის მაინც პირლო იქნება თავისი საფეხბურთო ხედვით და თავისი იდეებით,რომელიც არასდროს არავის არ მიბაძავს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.