Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონი:“ დიბალას ლიდერის თვისებები არასოდეს გამოუვლენია“

აძურის რიგებში მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა ტონიმ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ (მისი კომენტარი იხილეთ აქ) პაულო დიბალას შესახებაც ისაუბრა.

„ფაქტია, რომ იუვენტუსსა და დიბალას შორის გარკვეული უთანხმოება კონტრაქტის გამო არსებობს, თუმცა თუ პაულო მართლა 14-15 მილიონ ევროს ითხოვს, ეს ძალიან უცნაური უცნაური იქნებოდა.

„დიბალას ძალიან დიდი პოტენციალი და ტალანტი აქვს, მაგრამ მას არც რონალდუს მისვლამდე და არც მას შემდეგ ლიდერის თვისებები არ გამოვულენია.“

დიბალამ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

იუვენტუსი არგენტინელს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში ხელფასის სახით 10 მილიონს სთავაზობს, თუმცა იტალიური მედიის მტკიცებით ის 14-15 მილიონს ითხოვს…