ტონი:“ სამწუხაროა, რომ სერია ა-ში ტოპ ფეხბურთელები აღარ მოდიან“
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ სერია ა-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა.
„იუვენტუსს საკმაოდ კარგი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, მათ გუნდის ხარისხი აშკარად გაზარდეს, მილანმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათ კონკრეტული გეგმები და იდეები აქვთ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ახორციელებენ.
„მე ძალიან გამიკვირდებოდა და მეწყინებოდა, ნაპოლის ოსიმჰენი რონალდუში რომ გაეცვალა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა.
„საბოლოო ჯამში იმის თქმა შეიძლება, რომ სერია ა-ში ხარისხიანი ფეხბურთელები აღარ მოდიან. აქ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ვხედავთ, ვინც კარიერის ბოლოშია, ან ვინც სხვაგან ვერ გაამართლა.“