Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტორეირას ტრანსფერში რომაც ჩაერთო

ტორინოს ლუკას ტორეირას ტრანსფერში რომას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ურუგვაელი ფეხბურთელი სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოს არის და ყველაზე ახლოს მის გაფორმებასთან ტურინული გუნდია, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტორეირას გაფორმება რომასაც სურს და ჯალოროსი არსენალთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.