Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინომ ბელოტის მსურველების ძებნა დაიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინომ ანდრეა ბელოტის გაფორმების მსურველთა ძებნა დაიწყო და იმედი აქვს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომელიმე დაინტერესებული მხარე მათ მოთხოვნილ 30 მილიონს გადაიხდის.

იტალიელი ფორვარდის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ტორომ მას ხელშეკრულების 2025 წლამდე გახანგრძლივება, ხელფასის კი 3.5 მილიონამდე გაზრდა უკვე შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს ანდრეას უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლა სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ბელოტი ბოლო დღეებში ინტერს და ატალანტას დაუკავშირეს, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ყველაფერი ლუკაკუს სიტუაციაზეა დამოკიდებული. ბელოტის რამდენიმე წინადადება ესპანეთიდანაც აქვს, თუმცა მას იტალიაში დარჩენა სურს და ჯერჯერობით სხვა გუნდებს უარით ისტუმრებს…