Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინომ ბელოტი მინიმუმ 2 თვით დაკარგა

ტორინოს გუნდის კაპიტნის და ლიდერის ანდრეა ბელოტის გარეშე მინიმუმ 2 თვის განმავლობაში მოუწევს თამაში.

იტალიელმა ფორვარდმა დაზიანება რომასთან მატჩის დროს მიიღო და როგორც სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, მას კუნთის მაღალი სიმძიმის გაჭიმულობა აქვს, რის გამოც მას მინიმუმ 2 თვე გაუცდება და არ არის გამორიცხული, რომ ანდრეა იტალიას მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფშიც ვერ დაეხმაროს, რომელიც მარტშია ჩანიშნული.