Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინომ ბრემერის სანაცვლოდ მიღებული მნიშვნელოვანი წინადადება უარყო

იტალიური წყაროების ცნობით, ნიუკასლმა ტორინოს ბრაზილიელი უკანახაზელის გლეისონ ბრემერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელებისგან უარი მიიღო.

ინგლისელები, რომლებიც პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან, ცენტრალური მცველის ძიებაში არიან და მას შემდეგ, რაც ლილის სვენ ბოტმანის გაფორმება არ გამოუვიდათ, მათ აქცენტი ბრემერზე გააკეთეს, თუმცა როგორც ჩანს წარმატების მიღწევა არც აქ უწერიათ.

Corriere Granata-ს ინფორმაციით, ტორინოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა შუა სეზონში არ სურს, ამიტომ ის მინიმუმ ზაფხულამდე მათ რიგებში დარჩება.