Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინომ დაადასტურა, ბრეკალო გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს

ტორინოს დირექტორმა დავიდე ვაგნატიმ დაადასტურა, რომ მათ იოსიპ ბრეკალოს გამოსყიდვა სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელს ტურინულ გუნდში დარჩენა არ უნდა, ამიტომ ის სეზონის ბოლოს ვოლფსბურგის რიგებს დაუბრუნდება.

23 წლის ფეხბურთელი ტორინოს სეზონის სტარტზე შეუერთდა და ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება 11 მილიონი ევროს სნაცვლოდ აქვთ. ხორვატმა იურიჩის გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა და გრანატას გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედება სურდა, თუმცა უარი თავად ბრეკალოსგან მიიღო.