ტორინომ ფულჰემთან საშა ლუკიჩის ტრანსფერი შეათნხმა
ტორინო და ფულჰემი საშა ლუკიჩის ტრანსფერის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.
SportItalia-ს ცნობით, 26 წლის სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ გრანატა 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
ლუკიჩი ინგლისელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 2.2 მილიონი ევრო იქნება.