Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოსთან მატჩისას მილანმა რამდენიმე რეკორდი მოხსნა

იუვენტუსთან მარცხის შემდეგ, როსონერიმ ტორინო 2 – 0 დაამარცხა და რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.

➤ მილანმა 17 მატჩის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და მას შემდეგ, რაც ფეხბურთში 3-ქულიანი სისტემა გამოჩნდა, როსონერისთვის ეს მეორე ყველაზე კარგი შედეგია. პირველ ადგილზე 2003-04 წლების მილანია, 42 ქულით.

➤ პიოლის გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩიდან 16-ში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა. სერია ა-ს ისტორიაში, სეზონის პირველ ნახევარში ასეთი მაჩვენებელის დაფიქსირება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. აქამდე რეკორდი 16 მატჩით 1949-50 და 1950-51 წლების ინტერს ეკუთვნოდა.

➤ ფრანკ კესიმმიმდინარე სეზონში გაიტანა მე-6 გოლი, რითიც ერთ სეზონში გატანილი გოლების საკუთარ რეკორდს, რომელიც 2018/19 წლების სეზონშ დაამყარა, უკვე გაუთანაბრდა.

➤ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ში 5 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა და რაფაელ ლეაოზე უმცროსია, დუსან ვლაჰოვიჩი გახლავთ.

➤გასული სეზონიდან მოყოლებული, მილანი 20 პენალტით დაჯილდოვდა და ტოპ 5 ლიგაში ამაზე კარგი მაჩვენებელი მხოლოდ ლაციოს აქვს – 22.

გათიშვა