Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს დირექტორმა ბელოტის მომავალზე ისაუბრა

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანდრეა ბელოტის ტორინოდან წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდა არავინ მოისურვა და ბელოტი ტურინულ გუნდში დარჩა.

იტალიელ ფორვარდს ტორინოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ამ თემაზე კომენტარი ტორინოს ტექნიკურმა დირექტორმა გააკეთა.

„ბელოტის ტორინო ძალიან უყვარს და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, თუმცა თუ მას გუნდის დატოვება უნდა, ფეხბურთელის სურვილს ვერაფერი შეცვლის, რადგან მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

„ჩვენ მის დასარწმუნებლად, რომ გუნდში დარჩეს, დრო სეზონის ბოლომდე გვაქვს, თუმცა ჩვენ მშვიდად ვართ და მის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, პატივს ვცემთ.“