Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტორინოს ვესინო სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით,ტორინო ინტერს მატიას ვესინოს სანაცვლოდ არმანდო იცოს სთავაზობს.

მარკო ჯამპაოლომ ტურინული გუნდი ცოტა ხნის წინ ჩაიბარა და შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას აპირებს.

ვესინო ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მის ნაცვლად იცოს მიღება,რომელიც ინტერის სასურველ ფეხბურთელთა სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება,წინააღმდეგი არ იქნება,თუმცა გამოცემის მტკიცებით ნერაძური ტორინოსგან თანხის დამატებას მოითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.