Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს მილანიდან პობეგას გამოსყიდვა სურს

მილანის საკუთრებაში მყოფ ტომაზო პობეგას, რომელიც იჯარის წესით ტორინოში ასპარეზობს, ტურინული გუნდის დარწმუნებაში, რომ მის სანაცვლოდ ფულის გადახდა ნამდვილად ღირს, დიდი დრო არ დასჭირვებია, მაგრამ ტოროს როსონერისთან რთული მოლაპარაკებები ელოდება.

პობეგამ ტორინოს რიგებში სალერნიტანასთან გოლის გაკეთება მოახერხა, სასუოლოსთან მატჩში კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამიტომ ტურინელების სურვილი, რომ ფეხბურთელი იჯარის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნოს, გასაკვირი არ არის.

22 წლის ფეხბურთელი ტორინოს სეზონის სტარტზე 1-წლიანი მშრალი იჯარით შეუერთდა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, გრანატას ხელმძღვაენელობა მილანთან მოლაპარაკებების წამოწყებას უკვე გეგმავს და იმედოვნებს, რომ პობეგას გამოსყიდვას მოახერხებს.