Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს მილანის ტალანტის შენარჩუნება სურს…

მილანის საკუთრებაში მყოფი ტომაზო პობეგა მიმდინარე სეზონის სტარტზე იჯარის წესით ტორინოს შეუერთდა და ტურინული გუნდისთვის თავისი პოტენციალის გამოვლენა უკვე შესანიშნავად მოახერხა.

22 წლის იტალიელმა 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი კარგი თამაშის გამო იტალიის ძირითად ნაკრებში ადგილიც დაიმსახურა.

იჯარის მიხედვით, ტორინოს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს და MilanNews-ის ცნობით, გრანატა მილანთან ზამთარში ამ პუნქტის ჩამატებას შეეცდება, თუმცა წყაროს ინფორამციით მილანი პობეგას მომავალზე კონტროლის დაკარგვას არ აპირებს და სეზონის ბოლოს ის როსონერის რიგებს დაუბრუნდება.