ტორინოს პრეზიდენტი:“რატომ უნდა გავყიდო ბელოტი?“

ურბანო კაიროს თქმით,ტორინოს ბელოტის გაყიდვის აუცილებლობა არ აქვს და გუნდმა მის სანაცვლოდ შეთავაზებული დიდი თანხა უკვე არა ერთხელ დაბლოკა.

კაირომ შესაძლო კლიენტების დასაფრთხობად ფეხბურთელს ფასად 100 მილიონი ევრო დაადო.

„რატომ უნდა გავყიდო ბელოტი?ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია,მე უკვე ბევრი გუნდი გავისტუმრე უარით,რომლებიც დიდ თანხას მთავაზობდნენ და ამას საერთოდ არ ვნანობ.

„100 მილიონი არავის შემოუთავაზებია,ასეთ შემთხვევაში მისი გაყიდვა გარდაუვალი იქნებოდა,წინააღმდეგ შემთხვევაშ ის გუნდში დარჩება.“

მიმდინარე სეზონში ბელოტიმ 16 გოლი გაიტანა და მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წელს იწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.