Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს პრეზიდენტმა ბელოტის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა

ტორინოს პრეზიდენტმა ურბანო კაირომ დაადასტურა, რომ ტურინული გუნდი ბელოტიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს, მისი ტრანსფერით ყველაზე მეტად მილანი ინტერესდება.

27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და თუ ის გუნდთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, ტოროს იტალიელის გაყიდვა მოუწევს.

„ბელოტი ჩვენთან 2015 წლის შემდეგ იმყოფება და მან ერთხელ კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და ჩვენ გვსურს, რომ მან ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს.

„ჩვენ ანდრეას წინადაება უკვე გავუკეთეთ, თუმა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ვახერხებთ და თუ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება, ის დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.“