Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს პრეზიდენტმა ბელოტის მომავალზე ისაუბრა

ტორინოს პრეზიდენტმა ურბანო კაირომ ტორინოს იტალიელი შემტევის ანდრეა ბელოტის მომავალზე ისაუბრა.

ბელოტის ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მის დამატებას ბოლო თვეებში მილანი და რომა ცდილობდნენ.

„ჩვენ ბელოტის ახალი, ფინანსურად გაცილებით კარგი კონტრაქტი უკვე შევთავაზეთ და თუ ის ამ ხელშეკრულებაზე უარს იტყვის, ჩვენ სხვა ვარიანტების განხილვას დავიწყებთ.

„მე გაზეთების მეშვეობით მოლაპარაკებების განხორციელება არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი წინადადება გავაკეთეთ და შეთანხმების მისაღწევად ერთი თვე გვაქვს, ან სხვა მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს.“