Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს პრეზიდენტმა დაადასტურა, მილანის და ინტერის სამიზნე გუნდს ტოვებს…

ტორინოს პრეზიდენტმა ურბანო კაირომ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ანდრეა ბელოტი, რომელსაც მილანს და ინტერს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„ჩვენ ბელოტისთან კონტრაქტის თაობაზე ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდით, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ჩიხში შევიდა. ერთ რამ ნათელია, თუ ფეხბურთელს სხვა იდეები აქვს, ჩვენ მას აზრს ვერ შევაცვლევინებთ. ტორინომ ბელოტის ეკონომიკური თვალსაზრისით მაქსიმალურად კარგი პირობები შესთავაზა, რომელსაც ჩვენ არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვეღარ გავაუმჯობესებთ. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე დროის დაკარგვა აღარ ღირს.“