Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს პრეზიდენტმა მილანის სამიზნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მილანი სიმონ კიაერის პოტენციური შემცვლელების ძებნას განაგრძობს, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდება და როსონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტორინოს ბრაზილიელი უკანახაზელი ბრემერი გახლდათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ტურინული გუნდის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ გააკეთა.

„ბრემერი ჩვენი ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ჩვენ მასთან განშორებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ ვგეგმავთ.

„ზაფხულში გამორიცხული არაფერია, თუმცა მე ამ მომენტისთვის ბრემერის მომავალთან დაკავშირებით არც ერთ გუნდთან არ მისაუბრია, რადგან ის ზამთარში არ იყიდება.“