Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტორინოს სერია ბ-ში დაქვეითების შემთხვევაში,ბელოტი გუნდს დატოვებს…

CalcioMercato-ს ცნობით,ტურინული გუნდის დაქვეითების შემთხვევაში,ბელოტი ტურინულ გუნდს აუცილებლად დატოვებს.

მისი შეძენის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა,ინტერმა და ნაპოლიმ უკვე დააფიქსირეს და მათ შორის ფავორიტი მილანური გუნდია,რომელიც ლაუტარო მარტინესის შემცვლელს ეძებს.

ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2021-22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.წყაროს მტკიცებით,ბელოტი სეზონის დასასრულს ელოდება და თუ გუნდი სერია ბ-ში დაქვეითდა,ის ტორინოს აუცილებლად დატოვებს.

ამჟამად ტორინო 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.