Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინო ბელოტის შენარჩუნების იმედს არ კარგავს

ბოლო პერიოდში ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე, რომლითაც მილანი და რომა ინტერესდებაინ, ახალი ამბები აღარ ვრცელდება და ტორინოს იმედი აქვს, რომ იტალიელი ფორვარდის შენარჩუნებას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მოახერხებს.

ბელოტის მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ ტორომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხა, ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

La Stampa-ს ინფორმაციით, ტორო ბელოტის კონტრაქტის 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას, ხელფასის გაზრდას კი 4 მილიონ ევრომდე სთავაზობს და უარის შემთხვევაში, მას სატრანსფერი ბაზარზე ოფიციალურად დააყენებს.