ტორინო ილიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იტალიური მედიის ცნობით, ტორინო ივან ილიჩის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და ვეროანსთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ტორინომ მარსელის წინადადებას, რომელიც სერბის სანაცვლოდ ვერონას 15 მილიონი ევრო შესთავაზა, 18-მილიონიანი წინადადებით უპასუხა და დაწინაურდა კიდეც.
წყაროს ცნობით, ტორო ვერონას წარმომადგენლებს დღეს შეხვდება და ტრანსფერის დახურვას შეეცდება.