Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინო, ლაციო და ბრაიტონი ილიჩის ტრანსფერისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ტორინო და ბრაიტონი ვერონას ტალანტის ივან ილიჩის ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

SportItalia-ს ცნობით, ბრაიტონმა, სადაც ფეხბურთელის ხილვა რობერტო დე ძერბის სურს, იტალიელებს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფავორიტად ტორინო მოიაზრება, რომელიც სერბის ტრანსფერში ჯალობლუს 17-18 მილიონს სთავაზობს, ლაციო კი, რომელსაც ილიჩს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, ფინანსების ნაკლებობის გამო ჯერჯერობით ოფიციალური წინადადების გაკეთებას ვერ ახერხებს.