Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტორომ ტოტენჰემი უარით გაისტუმრა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით ტოტენჰემმა ტორინოს გოლეადორის, ანდრეა ბელოტის შეძენა სცადა.

წყაროს მტკიცებით, ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც გასულ სეზონში 44 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ტურინელებს მისი 1-წლიანი იჯარა შესთავაზეს, შემდგომში 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაზეც უარი მიიღეს.

დი მარციოს ინფორმაციით, გუნდი ბელოტის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი იჯარით გაშვება არ სურს და ფულის მიღება დაუყოვნებლივ სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.