Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტორო ტორეირას ტრანსფერთან ახლოს არის

ლუკას ტორეირას ტორინოში გადაბარგების შანსი იზრდება. ბოლო ინფორმაციით, არსენალმა ტურინელების 24-მილიონიანი წინადადება მიიღო.

მეთოფეებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2018 წელს სამპდორიას 28 მილიონი ევრო გადაუხადეს, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და იტალიაში დაბრუნება სურს.

Calciomercato-ს და Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ და ფეხბურთელი ტურინში ძალიან მალე ჩაფრინდება, რომ გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.

ტორო ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს, რის სანაცვლოდაც 12 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი მათ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ და კიდევ 12 მილიონის გადახდა მოუწევთ.


Leave a Reply

Your email address will not be published.